
აღნიშნულ სტატიაში მიმოვიხილავთ მძიმე ისტორიული წარსულის გამო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მეტყველების თავისებურებებს. საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარე მთელი რიგი პროცესების მიუხედავად, ქართული ენა მყარი, დაურღვეველი ორგანიზმი აღმოჩნდა, რომლის მოშლა და დარღვევა აქ ვერც მწვავე პოლიტიკურმა ვითარებამ და ვერც დრომ მოახერხა, რადგანაც ეს იყო ეთნიკურ ქართველთა ერთობისა და კულტურის უწყვეტობის განმაპირობებელი. ნაშრომს მიზნად დავუსახეთ, განვიხილოთ მუჰაჯირთა მეტყველების მაგალითზე ქართული და თურქული ენების ინტერფერანციის შედეგად და თურქული ენის გავლენით საერთოქართველური ლექსიკური ერთეულების სემანტიკური ცვლილებების შედეგები. მასალაზე მუშაობის დროს ვაფიქსირებდით ქართველური ენობრივი სამყაროსათვის უჩვეულო ფორმებს, კონტექსტებსა თუ მნიშვნელობებს. აღმოჩნდა, რომ მუჰაჯირთა მეტყველებისათვის ესოდენ დამახასიათებელი და ქართული სალიტერატურო ენისა თუ სხვა დიალექტებისათვის უჩვეულო კონტექსტები თუ მნიშვნელობები სწორედ, რომ თურქული ენის პირდაპირი ზეგავლენის შედეგია. საილუსტრაციოდ განვიხილავთ როგორც ზმნურ, ასევე სახელურ ფუძეებს. გარიგება, რენგში შესვლა, დაკავება, ჩამოკიდება, დაბეჭდვა და მისთ. კვლევამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, ზმნური თუ სახელური ფუძეების მაგალითზე, დაგვედგინა, რომ მათი სემანტიკური განსხვავებულობა-თავისებურება სწორედ სამეტყველო კოდების შერევის შედეგად არის გამოწვეული; ემპირიულ და სამეცნიერო მასალაზე დაყრდნობით გაგვეანალიზებინა მოპოვებული მასალის სემანტიკა და ფორმა; გამოგვერკვია მათ შორის მიმართებები. საბოლოოდ კი, მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის საფუძველზე გავაკეთეთ შესაბამისი დასკვნები. ამ ფორმათა საფუძველი კი მუჰაჯირ ქართველთა სრული ბილინგვიზმია.
| selected citations These citations are derived from selected sources. This is an alternative to the "Influence" indicator, which also reflects the overall/total impact of an article in the research community at large, based on the underlying citation network (diachronically). | 0 | |
| popularity This indicator reflects the "current" impact/attention (the "hype") of an article in the research community at large, based on the underlying citation network. | Average | |
| influence This indicator reflects the overall/total impact of an article in the research community at large, based on the underlying citation network (diachronically). | Average | |
| impulse This indicator reflects the initial momentum of an article directly after its publication, based on the underlying citation network. | Average |
