
საქართველოში ყივჩაყთა გადმოსვლას მეცნიერთა უმრავლესობა 1118 წლით ათარიღებს. ყივჩაყთა ჩამოსახლებასსაქართველოში როგორც დადებით მოვლენას აფასებს დავითის ისტორიკოსი. ძირითადადა სეთივე თვალსაზრისია ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამასთანავე, ყივჩაყების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაშრომში განხილულია ჩამოსახლებულთა რაოდენობა, მათი განსახლების ადგილი, ინტეგრაციის ხარისხი და ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ნაშრომში გაზიარებულია აზრი მათი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე დასახლების შესახებ; გაზვიადებულად არის მიჩნეული დავითის ისტორიკოსის ნაშრომში მითითებული რიცხვი 40, 000 და მცდარად შეხედულება მოგვიანებით მათი რიცხვის გაზრდის შესახებ. სტატიაში უარყოფილია შეხედულება ყივჩაყთა სწრაფი ასიმილაციის შესახებ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, გამოთქმულია აზრი მათიძირითადი ნაწილის სამშობლოში დაბრუნების შესახებ დავითის გარდაცვალების შემდეგ. ნაშრომში განხილულია ყივჩაყების სტატუსი საქართველოში თამარისა და მის შემდგომ ხანებში.
| selected citations These citations are derived from selected sources. This is an alternative to the "Influence" indicator, which also reflects the overall/total impact of an article in the research community at large, based on the underlying citation network (diachronically). | 0 | |
| popularity This indicator reflects the "current" impact/attention (the "hype") of an article in the research community at large, based on the underlying citation network. | Average | |
| influence This indicator reflects the overall/total impact of an article in the research community at large, based on the underlying citation network (diachronically). | Average | |
| impulse This indicator reflects the initial momentum of an article directly after its publication, based on the underlying citation network. | Average |
