
არქიტექტურულ-მოცულობითი და ქალაქგეგმარებითი პრობლემები, არქიტექტურული ძეგლებისა და ანსამბლების შენარჩუნება და დაცვა, წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთერთ უმთავრეს ამოცანას. ძველი ფონდის რეგენერაცია-რეაბლიტაციის აქტუალობის, ერთი მოტივი და მრავალი საშუალება არსებობს. მათ შორის არქიტექტორების მიერ არჩეულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ზოგად ფასეულობათა დაცვა, რაც აქტუალურია საქართველოს მცირე ქალაქებისათვის. ნაშრომში განხილულია ზოგიერთი ასპექტი ქალაქ-მუზეუმ მცხეთის მაგალითზე, ისტორიულ ქალაქებში ტურიზმის განვითარების ქალაქგეგმარებითი და ტიპოლოგიური პრობლემები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ამ მცირე ქალაქების კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან. საქართველოს გააჩნია უნიკალური კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა ყოველმხრივ განსაკუთრებული ხელ-საყრელი პირობები მრავალსახიანი ტურიზმისათვის. ძველი ქალაქების ისტორიული უბნების გადარჩენისათვის განზოგადოებული რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც შეიმუშავეს პრაქტიკოსმა არქიტექტორებმა, შეიცავს მცირე ქალაქების განაშენიანებისა და ცალკეულ შენობათა სივრცობრვ-კომპოზიციურ ასპექტებს.გამოვლენილია აგრეთვე, ხელობასთან დაკავშირებული ძველი ხალხური ტრადიციის განვითარება.
| selected citations These citations are derived from selected sources. This is an alternative to the "Influence" indicator, which also reflects the overall/total impact of an article in the research community at large, based on the underlying citation network (diachronically). | 0 | |
| popularity This indicator reflects the "current" impact/attention (the "hype") of an article in the research community at large, based on the underlying citation network. | Average | |
| influence This indicator reflects the overall/total impact of an article in the research community at large, based on the underlying citation network (diachronically). | Average | |
| impulse This indicator reflects the initial momentum of an article directly after its publication, based on the underlying citation network. | Average |
