Actions
shareshare link cite add Please grant OpenAIRE to access and update your ORCID works.This Research product is the result of merged Research products in OpenAIRE.
You have already added 0 works in your ORCID record related to the merged Research product.
See an issue? Give us feedback
Please grant OpenAIRE to access and update your ORCID works.
This Research product is the result of merged Research products in OpenAIRE.
You have already added 0 works in your ORCID record related to the merged Research product.
You have already added 0 works in your ORCID record related to the merged Research product.
Publication . Article . 2021
ჰომონაციონალიზმი თუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა? 17 მაისის გეოპოლიტიკური ანალიზი
Georgian
Published: 30 Dec 2021
Publisher: ხმა ქართველი ქალისა
Abstract
ეს სტატია 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის ტრანსნაციონალური ფემინისტური პერსპექტივიდან. ის ტრადიციების დაცვისა და ლგბტ უფლებების დისკურსების ტრანსნაციონალურ ასპექტებს აანალიზებს, და აჩვენებს, რომ 17 მაისის მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ აგორებული ძალადობრივი ტალღის გასაგებად, პირველ რიგში ტრადიციული ღირებულებებისა და სექსუალური დემოკრატიის დისკურსების იმპერიალისტური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უნდა გავიაზროთ. ამისათვის, სტატიის პირველ ნაწილში სექსუალობისა და ნაციონალიზმის ურთიერთკავშირს განვიხილავ. ამ ნაწილში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ ჰომონაციონალიზმის ცნებას. ჰომონაციონალიზმი, ერთი მხრივ, სექსუალური თავისუფლებების დაცვას სახელმწიფოს ეფექტურობის გასაზომად იყენებს, მეორე მხრივ კი სექსუალური თავისუფლებისათვის მებრძოლი ჯგუფების პოლიტიკასა და სტრატეგიას განსაზღვრავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. სტატიის მეორე ნაწილში, ტრადიციების დაცვისა და ანტი-ლგბტ დისკურსების მსგავს იმპერიალისტურ საფუძვლებს ვაანალიზებ. განსაკუთრებულ ყურადღებას კი რუსეთის, საქართველოს ისტორიული დამპყრობლის როლის ანალიზს ვუთმობ ტრადიციონალისტური დისკურსების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში მის ყოფილ თუ დღევანდელ კოლონიებში. ტრადიციონალისტთა და სექსუალური დემოკრატიის დისკურსების საქართველოს მაგალითზე განხილვით სტატია წარმოაჩენს, რომ სექსუალური პოლიტიკის ტრანსნაციონალური ასპექტების ანალიზი ჰომოფობიურ და ლგბტ-მხარდამჭერ დისკურსებს შორის კონფლიქტის გასაგებად აუცილებელია.
ხმა ქართველი ქალისა, ტომი 2 (2018): ხმა ქართველი ქალისა
See an issue? Give us feedback
Download from
Do the share buttons not appear? Please make sure, any blocking addon is disabled, and then reload the page.